понедельник, 14 марта 2016 г.

ინტელის პროექტი

ქანდაკება, გარემო და ჩემი ქალაქი

ამ კურსის გავლით ვისწავლეთ პროექტებით სწავლების საინტერესო მეთოდები აქტივობები სტანდარტების სწორად შერჩევა .საკვანძო კითხვების სწორად ფორმულირება შეფასებების  სხვადასხვა მეთოდი .. განვიხილეთ სასწავლო კურსის ძირითადი საკვანძო საკითხები. შევქმენი სასწავლო პროექტის გეგმა,  შევქმენი ბროშურა , შევქმენით მოსწავლის  სავარაუდო ბროშურა, მოვამზადე პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში

воскресенье, 15 июля 2012 г.

სასწავლო პროექტი


   პროექტი:        ’’ფოტოკამერა-სარკე მეხსიერების“

1. პროექტის დასახელება:   ’’ფოტოკამერა-სარკე მეხსიერების“
2. პროექტის მთავარი იდეა/თემა: მოსწავლეთა  რამოდენიმე  ჯგუფი იმუშავებს  მოცემული თემატიკის     მიხედვით 

1.  მე, ჩემი ობიექტივი და უსაყვარლესი ქალაქი ჩემი.
                                            
 2.’’შეჩერებული წამი’’
                                           
 3.სკოლის კურიოზები
                                             
4. ვებდიზაინერები                                                                                                              

შემდეგ აწყობენ გრანდიოზულ  ფოტოგამოფენას.
3 პროექტის აქტუალობა:    ფოტოგრაფირება არის ადამიანის ხედვის განვითარების  ერთ-ერთი გზა. ფოტოსურათები ეხმარება მოსწავლეებს აღიქვან ბუნების, ადამიანთა, სამყაროს სიდიადე.
ფოტოგრაფირება ანვითარებს აღქმის ვიზუალურ არხს,მხედველობით მეხსიერებას,სილამაზესა და ესთეტიკის  შეგრძნებას, ცივრცეში  ორიენტირებას, თვალსაჩინო წარმოსახვით აზროვნებას.
4.პროექტის მიზნები:   პროექტს მიზნად აქვს დასახული,რომ  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სწორი არჩევანის, პასუხისმგებლობის უნარი,რაც მოზარდში იწვევს ძალებში რწმენის მატებას,პირველობის ჟინს აღვიძებს,აღვივებს და რაც მთავარია მუშაობის პროცესი ანვითარებს კვლევა-ძიების უნარს.     
 პრაქტიკული, ჯგუფური მუშაობა კი მოსწავლეს უნვითარებს თანამშრომლობის უნარს.
ამ პროექტმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს  ამ მოსწავლეთა  მომავალი პროფესიის არჩევაში და  სხვა მოსწავლეების პროვოცირებასაც შეუწყოს ხელი.
5.მოსწავლეთა ასაკი:               14-15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:    2013 წლის მარტი-აპრილი- მაისი.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შესაძლოა შეიქმნას ვებგვერდი, ფოტოკოლაჟი, ფოტოკოლექციები.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):   უპირველესად მოსწავლეებს ვესაუბრები ფოტოხელოვნებაზე, რომელიც    მხატვრული  შემოქმედების სახეობაა და მას საფუძვლად უდევს ფოტოგრაფიის გამომსახველობითი  საშუალებები. ფოტოხელოვნება  პირველი      „ტექნიკური“ ხელოვნებაა, რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მეცნიერებისა (ქიმია, ოპტიკა) და ტექნიკის გარკვეული მიღწევების საფუძველზე. ვესაუბრები   მისი განვითარების ეტაპებზე ,  სახეობებზე.
          მათი ინტერესებიდან გამომდინარე    მოსწავლეები იყოფიან   ჯგუფებად , თითოეული ჯგუფი ირჩევს ხელმძღვანელს.    აგრეთვე რეპორტიორს,რომელიც ჯგუფის წევრების მიერ მიწოდებულ მასალებს დაახარისხებს .ირჩევენ ოპერატორს, რომელიც დააფიქსირებს ჯგუფების მუშაობის პროცესს,რაც უფრო საინტერესოს გახდის პრეზენტაციას.  ( საჭიროებისამებრ  თითოეულ ჯგუფს მივცემ მითითებებს)
პირველი ჯგუფი:  „მე, ჩემი ობიექტივი და უსაყვარლესი ქალაქი ჩემი“-ვისმენ ჯგუფის წევრების მოსაზრებებს ,ვის რა დავალება დაეკისრება . მოსწავლეები გადაიღებენ ქუთაისის ხედებს, მის ღირსშესანიშნაობებს, განახლებული  ქუთაისის  ფოტოებს.
მეორე ჯგუფი:  „შეჩერებული წამი“. ეს ჯგუფი იმუშავებს სახასიათო სურათებზე.შეიძლება როგორც ცალკეული პიროვნებების, ისე ჯგუფური სურათები .
მესამე ჯგუფი: „სკოლის კურიოზები“. ამ  ჯგუფის   წევრები იღებენ  კურიოზულ  ფოტოებს სკოლის ტერიტორიაზე; დასვენებებზე,  სასადილოში, დერეფანში  ან  საკლასო ოთახში.
მეოთხე ჯგუფი :  მე- ვებდიზაინერი.
ამ ჯგუფს ევალება ვებგვერდის შექმნა და ვებგვერდზე ფოტოსლაიდების განთავსება.
   საბოლოოდ ყველა მოპოვებული სურათისაგან ვქმნით დიდ ფოტოგამოფენას, სადაც იქნება სტენდები  მოცემული თემატიკის მიხედვით .
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნული  სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ბიოლოგია, ქართული,ისტ; ინფორმაციების, უნარჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება, მოსწავლეები- სათვის   პირობების შექმნა, რათა მათ სწორად აირჩიონ თავიანთი მომავალი განვითარების გზა.
11. პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):  მადონა მხეიძე
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: madomkxheidze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: madomkheidze.blogpost.com